სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ახალ პრეზიდენტად სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს

შაბათს გამართულ სხდომაზე მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალ მეთაურად სამველ შაჰრამანიანი აირჩია.

"დახურულ კენჭისყრაში მონაწილეობა 23 დეპუტატმა მიიღო, საიდანაც 22-მა ხმა მისცა შაჰრამანიანის კანდიდატურას, ერთი კი წინააღმდეგი იყო," - იუწყება Интерфакс.

შაჰრამანიანი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

1 სექტემბერს ყარაბაღის ყოფილმა ლიდერმა არაიიკ ჰარუთუნიანმა, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის მარტიდან იკავებდა, პარლამენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.

მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. მთავრობის მეთაურის, გურგენ ნერსისიანის გადაყენების შესახებ და მის ნაცვლად შაჰრამანიანი დანიშნა.

მედია მაშინ წერდა, რომ შაჰრამანიანი შესაძლოა ჰარუტიუნიანის მემკვიდრე გამხდარიყო.

ჰარუთუნიანმა აღიარა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანთან ომში დამარცხებამ და ამის შემდეგ წარმოქმნილმა სირთულეებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნდობა რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ.

7 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანი აძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სადემარკაციო ხაზსა და სომხეთის საზღვართან.

მსგავსი სიახლეები