სერბეთი: რუსეთის მიერ ჩატარებული რეფერენდუმების შედეგებს ვერ ვაღიარებთ

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგების აღიარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გაეროს წესდებას. 

ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი

"რეფერენდუმების შედეგების აღიარება პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ჩვენს პოლიტიკას, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას, სუვერინიტეტს და საზღვრების უცვლელობის პრინციპებს ეყრდნობა",- ნათქვამია შეტყობინებაში. 

კონტექსტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სექტემბრის დასაწყისში წამოწყებული წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ. 

უკრაინის არმიის მხრიდან გაძლიერებული წნეხისა და ფრონტზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე რუსი პროპაგანდისტები და ურაპატრიოტები ვლადიმირ პუტინს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიკენ მოუწოდებდნენ. 

20 სექტემბერს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. 

მალევე ლუჰანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი დღეს, 27 სეტქემბერს დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები