სერბეთის პრეზიდენტი გენშტაბის შენობაში მივიდა, მიზეზი კოსოვოსთან ესკალაციაა

კოსოვოსთან საზღვარზე მზარდი დაძაბულობის გამო, სერბეთის პრეზიდენტი ქვეყნის გაერთიანებული ძალების გენერალური შტაბის შენობაში მივიდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სერბული ტელეარხი Kurir ავრცელებს

ტელეარხის ცნობით, გენშტაბში თათბირის შემდეგ, ალექსანდრ ვუჩიჩი სპეციალურ მიმართვას გაავრცელებს. 

სერბული წყაროების ცნობით, პერიოდულად სროლის ხმები ისმის კოსოვსკო-მიტროვიცას რაიონში, ქალაქი კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. 

კოსოვოს ოფიციალური უწყებების ცნობით, სროლები ადგილობრივი პოლიციელებისკენაა მიმართული. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვო ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

დაძაბულობის მიზეზი კოსოვოს მიერ მიღებული ახალი ზომა გახდა, რომლის მიხედვითაც კოსოვოს ტერიტორიაზე შესულ მოქალაქეებს გადაეცემათ დროებითი დოკუმენტები, ხოლო სერბეთის მიერ გაცემული დოკუმენტები ძალადაკარგულად მიიჩნევა.

თავის მხრივ პრიშტინაში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ზომა, რომელიც გამოიწვია სერბეთის გადაწყვეტილებამ არ ცნოს კოსოვოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია. 

 

მსგავსი სიახლეები