უკრაინელებმა შავი ზღვის თავზე ორი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს
16 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა შავი ზღვის თავზე ორი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა.
"დღეს მტრის ორმა SU-30-მა და მათმა პილოტებმა დაინახეს შავი ზღვის ფსკერი. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ერთი თვითმფრინავი მიახლოებისას ჩამოაგდო, მეორემ მოახერხა ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით შებრუნება, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი ბედისწერა ბაზაზე დაბრუნება არ იყო. ის ასევე ეკიპაჟთან ერთად ზღვაში ჩავარდა", - თქვა მარჩენკომ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავები SU-30-ები იყვნენ, რომლებიც ოდესის ოლქის ერთ-ერთ სოფელზე ცდილობდნენ თავდასხმას.
კატაპულტირებული პილოტები ზღვაში ჩავარდნენ.