შეიარაღების მწარმოებელ ამერიკულ დ ევროპულ კომპანიებს არ ყოფნით მუშა ხელი

მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდის ფონზე, შეიარაღების მწარმოებელ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს მუშა ხელი არ ჰყოფნით და ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტოდ ბევრი კადრის აყვანას გეგმავენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს. 

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2023 წელს სამხედრო ხარჯებმა გლობალურად 2.4 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

თავდაცვაზე ყველაზე მეტს ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯავს - გლობალური ხარჯვის 37%, მეორე ადგილზე ჩინეთია, რომლის წილიც გლობალურ ხარჯვაში 12%-ს შეადგენს, მესამე და მეოთხე ადგილზე 4.5%-ით და 3.4%-ით რუსეთი და ინდოეთი იკავებენ შესაბამისად. 

გასული ათწლეულების განმავლობაში შეიარაღების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიებში დასაქმების მაჩვენებელი სტაგნაციას განიცდიდა. 

FT-ის ცნობით, ბიზნესები, რომლებიც შეიარაღების მწარმოებელი კომპანიებისთვის კვალიფიციურ კადრებს ეძებენ ამ დროისთვის უფრო ინტენსიურად მუშაობს და ახალი კადრების დაქირავების ტემპი ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალია. 

Lockheed Martin, Northrop Grumman და General Dynamics, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 250 მილიარდ დოლარს აღემატება ჯამურად 6 000 ახალ თანამშრომლეს საჭიროებენ. 

ჯამურად კიდევ 10 მსხვილი მწარმოებელი დამატებით 37 000 თანამშრომელს საჭიროებს, საუბარი ინჟინერებზე, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებზე, ანალიტიკოსებსა და აღმასრულებელ კადრებზე. 

 

მსგავსი სიახლეები