შმიგალი: უკრაინაში ზამთრისთვის საკმარისი გაზი არის

უკრაინაში გათბობის სეზონი ობიექტების ნახევარზე უკვე დაწყებულია. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ფეისბუქზე 6 ნოემბერს განაცხადა.

"ქვეყანაში ობიექტების ნახევარი უკვე დაუკავშირდა გათბობას. გაზსაცავებში არის 14.5 მილიარდი მ³ გაზი, რაც საკმარისია ზამთრისთვის", - წერს ის.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება "ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზამთარში ყველა უკრაინელს ჰქონდეს სინათლე და სითბო".

"ენერგეტიკოსები 24/7 რეჟიმში განაგრძობენ სარემონტო სამუშაოებს სტაბილური ენერგომომარაგების აღსადგენად. უკრაინამ უკვე მიიღო 700 გენერატორი დონორებისგან და კიდევ 900 უახლოეს მომავალში გადმოგვეცემა. 12 ქვეყანა გვეხმარება საჭირო სარემონტო აღჭურვილობით," - განმარტა შმიგალმა.

მან აღნიშნა, რომ მიმდინარე გათბობის სეზონზე ტარიფები არ გაიზრდება და ხელისუფლება სუბსიდიებს გამოყოფს.

 

მსგავსი სიახლეები