შოიგუ: შეტევა შეგნებულად ვანელებთ, მშვიდობიანი მოქალაქეების გადასარჩენად

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე. მისი თქმით, უკრაინაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და რუსეთი საბოლოოდ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს. 

შოიგუ რუსეთის შეტევის შენელებულ ტემპსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა:

"გარშემორტყმული დასახლებული პუნქტებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად ვაცხადებთ ხოლმე სიჩუმის რეჟიმს, ვაორგანიზებთ ჰუმანიტარულ კორიდორებს. რა თქმა ეს ანელებს შეტევის ტემპს მაგრამ ეს შეგნებულად კეთდება. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თავიდან ავირიდოთ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში." 

შოიგუს თქმით, დასავლეთმა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიაზრა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩამოშლის პირას არიან. 

მსგავსი სიახლეები