შოლცი: ბრიუსელში მკაფიო მესიჯი ჩამაქვს - უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია
პარიზში ერთმანეთს საფრანგეთის, გერმანიის და უკრაინის ლიდერები შეხვდნენ.
ფედერალურლმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ გერმანიაა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ამის საჭიროება იქნება.
ემანუელ მაკრონთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ კონფერენეციაზე ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხვალინდელ სამიტზე კიევთან სოლიდარობის მძლავრი სიგნალი გაჟღერდება.
"ბრიუსელში მკაფიო გზვანილი ჩამაქვს - უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია",- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
კონტექსტი
საფრანგეთში გამგზავრებამდე, უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა, ზელენსკი რიში სუნაკის გარდა, შეხვედრა მეფე ჩარლზს და სიტყვით მიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტს. ეს ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის მეორე საზღვარგარეთული ვიზიტი იყო.
9 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სამიტში. მედიის ცნობით, ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის შეხვდება.