შოლცი და მაკრონი: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება
საფრანგეთი და გერმანია გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას რამდენი ხანიც საჭირო იქნება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.
ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა პარიზში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადეს.
"ჩვენ დავეხმარებით უკრაინას სანამ ეს აუცილებელია. დავეხმარებით ყველაფრით რაც ჭირდებათ. ეს აუცილებელია რათა დავიცვათ მშვიდობის ევროპული პროექტი",- განაცხადა შოლცმა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმაც და ხაზი გაუსვა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მოლოდინების საპირისპიროდ ევროპა არ გაიხლიჩა.
კონტექსტი
პარიზში ელისეს შეთანხმების 60 წლის იუბილე აღინიშნება - რომელმაც 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ჩაუყარა საფუძველი.
პარიზში მყოფმა შოლცა საფრანგეთ-გერმანიის წყვილს ევროკავშირის ლოკომოტივი უწოდა.