შოლცი: რუსეთმა უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს, ამის გარეშე არაფერია სალაპარაკო
უკრაინის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის გარეშე სამხედრო კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკება შეუძლებელია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 14 მაისს, ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარების გაყვანა უკრაინაში მშვიდობის დამყარების წინაპირობაა.
"უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის, მაგრამ უკრაინის სრულიად გვესმის, რომ ეს არ უნდა ნიშნავდეს ომის გაყინვას და რუსეთის დიქტატს. საუბარია იმპერიალისტურ, აგრესიული თავდასხმაზე უკრაინის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, მშვიდობა და ევროპის უსაფრთხოება საფრთხეშია", - განაცხადა კანცლერმა.
მისი თქმით, ომის დასრულებაზე საუბარი უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივებს უნდა ეფუძნებოდეს.
"მაგრამ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, რადგან ამის გარეშე საერთოდ არაფერია სალაპარაკო", - შეაჯამა შოლცმა.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი გერმანიას ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი დელეგაცია ბერლინში იტალიიდან ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ დღეს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2.7 მილიარდი ევროა.