შტაბი: დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს, ის კლინიკაში შემოწმებაზეა
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი პოლიტიკოსზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.
პრესსპიკერი სტივენ ჩენგის თქმით, დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდიეს სამართალდამცველებს და სხვა პირებს, რომლებიც პირველები იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ამ შემზარავი აქტის დროს. დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადის შემოწმებას" - ნათქვამია განცხადებაში.
კონტექსტი
პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს სავარაუდოდ ესროლეს, დაცვის თანამშრომლებმა პოლიტიკოსი სწრაფად გაიყვანეს სცენიდან.
ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ხელს ყურთან იკიდებს. კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპს სისხლი მოდის სახის არეში, თუმცა პოლიტიკოსი დამოუკიდებლად გადაადგილდება.