შვედეთი ყველა შეზღუდვას აუქმებს
9 თებერვლიდან შვედეთში კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა გააკეთა.
მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ბრიტანეთის, დანიისა და ნორვეგიის ხელისუფლებებმა.
ანდერსონის თქმით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვაქცინირებულია და ექიმებმა ომიკრონ ვარიანტი კარგად გაიცნეს, ამიტომ შეზღუდვების აუცილებლობა მოიხსნა.
"პანდემია არ დასრულებულა, ის ახალ ფაზაში გადადის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შვედეთის მოსახლეობის 73.9% სრულად არის აცრილი.
მთავრობამ COVID-19-ის სიმპტომების მქონე ადამიანებს კონტაქტების შემცირებისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.