შვედეთის თავდაცვის მინისტრი: ნატოში წევრობა სკანდინავიის თავდაცვას გააძლიერებს

შვედეთის და ფინეთის ნატოში მიღება სკანდინავიის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს, განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა შვედურ საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში.

„თუ [შვედეთი და ფინეთი ალიანსში შევლენ], ერთმანეთის ძლიერ მხარეებს და უპირატესობებს სრულად გამოვიყენებთ და ოპერაციულ დაგეგმვას შევძლებთ“, - აცხადებს პეტერ ჰულტკვისტი.

შვედეთის მმართველი პარტია სოციალ-დემოკრატები ნატოს წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას 15 მაისს მიიღებს.

დღეს ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა სამხედრო ალიანსის წევრობას მხარი დაუჭირა.

ფინეთში ოფიციალურ განცხადებას 12 მაისს ელოდებიან.


ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან და მათზე კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა არ ვრცელდება.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სკანდინავიის ორ მეზობელ ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობა ნატოს წევრობის სასარგებლოდ შეიცვალა.

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ფინეთი ნატოში გაერთიანდება, რუსეთი "ვითარების გადასინჯვას" შეეცდება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები