შვედეთმა ოფიციალურად თქვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე

 

შვედეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე უარი თქვა განეხილა ნატოში გაწევრიანების იდეა. ამის შესახებ შვედეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, რომელიც ქვეყნის 2022 წლის საგარეო პოლიტიკას ეხება. 

დოკუმენტს, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე აწერს, ნათქვამია, რომ შვედეთი არ აპირებს გააგზავნოს ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა. 

"ჩვენი უსაფრთხოებისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდების არჩევა. ხელისუფლება არ აპირებს გაგზავნოს ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა. ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა უცვლელი რჩება. სამხედრო კავშირებში ჩვენი არყოფნა გვემსახურება და ხელს უწყობს ჩვენს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ჩრდილოეთ ევროპაში",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ დეკლარაციაში. 

დეკლარაციის მიღებას გამოეხმაურა მინისტრი ლინდეც, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის დესტრუქციულ როლზეც ისაუბრა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას, ისევე როგორც შვედეთს, აქვს ფუნდამენტური უფლება, თვითონ აირჩიონ თავიანთი მომავალი. 

"რუსეთს არ აქვს უფლება მუქარის და შანტაჟით სხვებს უკარნახოს უსაფრთხოების პოლიტიკა. საერთაშორისო სამართლის ისეთი ნორმები - როგორებიცაა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა - ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია."- ლინდემ.

გასულ კვირებში უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზაციის ზრდის პარალელურად, გააქტიურდა საუბრები შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სავარაუდოა, რომ სწორედ ამით იყო განპირობებული შვედეთის საგარეო უწყების ოფიციალური პოზიციის გამოკვეთა ამავე საკითხთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები