შვედეთს და აშშ-ს შორის თავდაცვის შეთანხმება გაფორმდა
შვედეთსა და აშშ-ს შორის თავდაცვის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სკანდინავიის რეგიონულ უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ამერიკას შვედეთის ყველა სამხედრო ბაზაზე წვდომის საშუალებას მისცემს.
„შეთანხმება უკეთეს პირობებს შეუქმნის შვედეთს, რომ ომის, ან კრიზისის შემთხვევაში აშშ-დან მხარდაჭერა მიიღოს“, - პალ ჯონსონი, შვედეთის თავდაცვის მინისტრი.
შვედეთის სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძული გოტლანდი, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს, რუსეთის ფედერაციის ექსკლავიდან, კალინინგრადიდან სულ რაღაც 300 კმ-ის დაშორებითაა.
შეერთებულმა შტატებმა მსგავსი შეთანხმება 2021 წელს ნორვეგიასთან დადო, ამჟამად კი მოლაპარაკებებს ფინეთთან და დანიასთან აწარმოებს.
„შეთანხმება აგზავნის მნიშვნელოვან სიგნალს იმის შესახებ, რომ ჩვენ უსაფრთხოების გამოწვევების ერთობლივი გადაჭრის ერთგული ვრჩებით“, - ლოიდ ოსტინი, აშშ-ს თავდაცვის მდივანი.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 2022 წლის აპრილში გახდა.
იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსს შეუერთდეს, გაფართოების პროცესს ნატო-ს აბსოლუტურად ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.
ამჟამად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორი წევრი, რომელთაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი არ დაუმტკიცებიათ, თურქეთი და უნგრეთია.