შვედეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ქალი დააკავეს
შვედეთის ქალაქ გეტებორგში, სამრეწველო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ 14 აპრილს, შვედური ტელევიზია TV4 წერს.
რუსი ქალი ხუთშაბათს, პრემის ქარხანაში დააკავეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა და რამდენიმე პირი დაიკითხა - კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება. ტელეარხის წყაროები აღნიშნავენ, რომ დაკავების მიზეზი სამრეწველო ჯაშუშობაა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში რუსული დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურდა.
იანვარში შვედეთის სასამართლომ ორი ძმა დამნაშავედ ცნო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მათგან ერთს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მეორეს - ცხრა წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს, რომლებიც ეწეოდნენ "დიპლომატიური სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას."