შვეიცარიულმა UBS ბანკმა პრობლემური Credit Suisse 2 მილიარდ დოლარად შეიძინა
შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა მეორე უმსხვილესი ბანკი, მძიმე ფინანსურ პრობლემების წინაშე მდგარი Credit Suisse შეიძინა, გარიგებაში მონაწილეობდა შვეიცარიის მთავრობაც.
გავრცელებულ პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ბანკის აქციონერები არსებულ 22 აქციაზე ერთ ახალს მიიღებენ. გარიგება 2 ბანკს შორის ცენტრალური ბანკის შუამავლობით შედგა, სწორედ ცენტრალურმა ბანკმა გამოჰყო დაახლოებით 9 მილიარდი, რომელსაც UBS აუცილებელი გარანტიის სახით ითხოვდა.
კონტექსტი
Credit Suisse ბოლო წლებში რამდენიმე მსხვილ კორუფციულ და ფინანსურ სკანდალში გაეხვა, რამაც ბანკის 167-წლიანი რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზიანა და სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა.
ბანკის წინაშე არსებული პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ში გაკოტრების შესახებ გამოაცხადა Silicon Valley ბანკმა. ამერიკული ბანკის გაკოტრების ბირჟებზე პანიკა მოჰყვა, რის შემდეგაც შვეიცარული ბანკის აქციები ფასი მკვეთრად დაეცა, ხოლო დეპოზიტარებმა თანხის სწრაფად გატანა დაიწყეს.