შვეიცარია უკრაინას სამშვიდობო სამიტის გამართვას სთავაზობს

შვეიცარიის პრეზიდენტის ვიოლა ამჰერდის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერნში ვიზიტისას, ომის დასრულების მიზნით, სამშვიდობო სამიტის ორგანიზება შესთავაზა.

„მე მას (ვოლოდიმირ ზელენსკის) დავუდასტურე, რომ შვეიცარია კონფერენციის ორგანზიებისთვის მზადაა. სამშვიდობო პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად, ჩვენ შევთანხმდით, რომ შემდგომი ნაბიჯების დეტალებს სიღრმისეულად განვიხილავთ“, - ვიოლა ამჰერდი.

კითხვაზე თუ ვინ შეიძლება დაესწროს სამიტს, ზელენსკის განცხადებით, „უკრაინა ღიაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც პატივს სცემს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას... ამიტომ თავად გამოიტანეთ დასკვნა იმის შესახებ, თუ ვის ვიწვევთ“.

სამშვიდობო სამიტზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის სამხედრო მეთაურების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული საკონტროლო და ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რაც დადასტურების შემთხვევაში, უკრაინისთვის ორწლიან ომში განსაკუთრებული წარმატების მომტანი იქნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველას ვაჩვენოთ, რომ მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და მთელი მსოფლიო სამართლიანი მშვიდობის მომხრეა. თუ ქვეყნებს ნამდვილად სურთ ომის დასრულება, ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს გეგმას“, - ვოლოდიმირ ზელენსკი.

ბერნში გამართული ვიზიტის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიის ქალაქ დავოსში ჩავიდა, სადაც 10 პუნქტიანი "სამშვიდობო ფორმულის" განსახილველად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდა. 

 

მსგავსი სიახლეები