სინვარი დაინტერესებულია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტით ისრაელ-ირანის პოტენციურ ესკალაციამდე - მე-12 არხი
"ჰამასის" წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის მე-12 არხი ირწმუნება, რომ "ჰამასის" ლიდერმა იაჰია სინვარმა ღაზას გარეთ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებს მოუწოდა დათანხმდნენ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას და არ დაელოდონ ისრაელსა და ირანს შორის ვითარების ესკალაციას.
მე-12 არხი ირწმუნება, რომ სინვარს არ აქვს განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ირანთან.
მეორეს მხრივ, The Wall Street Journal წერდა, რომ "როდესაც დაჯგუფების წევრები შეიკრიბნენ [ჰანიეს] შემცვლელის ასარჩევად, სინვარმა, რომელიც, სავარაუდოდ, ღაზას გვირაბში იმალება, შეაჩერა მსჯელობა გზავნილით: ახალი ლიდერი უნდა ვინმე ირანთან დაახლოებული უნდა იყოს."
თავის მხრივ, მე-12 არხი იუწყება, რომ სინვარი ღაზაში მისი სამხედრო მეთაურების მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშაა.
სინვარმა კატარში "ჰამასის" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ არცერთი მათგანი არ უნდა ჩაერიოს მძევლების შესახებ მოლაპარაკებებში, მისი მოადგილის, ხალილ ალ-ჰაიასა და "ჰამასის" მაღალჩნოსნის, ღაზი ჰამადის გარდა, რომლებმაც ღაზა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
მე-12 არხი ასევე წერს, რომ სინვარს რეალურად არ უხარია, რომ "ჰამასის" ლიდერებმა ისმაილ ჰანიეს პოლიტბიუროს თავმჯდომარის თანამდებობაზე ის აირჩიეს. სინვარი თვლის, რომ დანიშვნა მახე იყო, რადგან მას მიენიჭა წოდება უფლებამოსილების აღსრულების უნარის გარეშე, რადგან ის ღაზაში მიწისქვეშ იმალება. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს სხვა ლიდერებს, ვისთანაც ის არც ისე დაახლოებულია - მაგალითად ზაჰერ ჯაბარინი, საზღვარგარეთ უფრო დომინანტი მოთამაშეები გახდნენ ტერორისტულ დაჯგუფებაში.