სირსკი: ბახმუტი მიუდგომელ ციხე-სიმაგრედ გადავაქციეთ, ბრძოლა გრძელდება

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ ბახმუტთან შექმნილი ვითარება შეაფასა. 

გენერლის თქმით, ქალაქის ირგვლივ არსებული რელიეფი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წინასწარ გაწეულმა სამუშაოებმა ქალაქი კარგად გამაგრებულ რაიონად გადააქცია. 

"ამ ადგილს აქვს რელიეფის თავისებურებები, ქალაქი გარშემორტყმულია ბორცვებითა და სიმაღლეებით, რაც ხელს უშლის მტერს. წინასწარ მოფიქრებული საინჟინრო კონსტრუქციებმა და რელიეფმა ბახმუტი მიუდგომელ ციხე-სიმაგრედ გადააქცია, რომლის კედელთაც მრავალი ათასი მტერი მოკვდა",- წერს სირსკი. 

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, უკრაინის არმია ყველაფერს აკეთებს ოკუპანტების საუკეთესო დანაყოფების გასანადგურებლად. 

კონტექსტი 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის გუშინდელ მიმოხილვაში ნათქვამი იყო, რომ ბახმუტის გარნიზონის მომარაგება უკრაინის არმიისთვის სულ უფრო რთული და პრობლემური ხდება. 

3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "არავინ აპირებს ბახმუტის ჩაბარებას და უკრაინის არმია იქამდე იბრძოლებს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება."

მსგავსი სიახლეები