სირსკი: ბახმუტის რაიონში ვითარება ძალიან დაძაბულია

დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში "უკიდურესად დაძაბული" ვითარებაა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ 28 თებერვალს განაცხადა.

"ბახმუტის რაიონში ვითარება ძალიან დაძაბულია. მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, მტერმა შეტევა დაიწყო "ვაგნერის" ყველაზე გაწვრთნილი რაზმებით, რომლებიც ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ქალაქი ალყაში მოექციათ", - თქვა სირსკიმ.

მან აღნიშნა, ბახმუტისთვის ბრძოლებში უკრაინელი სამხედროები აჩვენებენ "გამძლეობის, გამბედაობისა და გმირობის მრავალ მაგალითს."

კონტექსტი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, პუტინმა რუსეთის ჯარებს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის დაკავება მარტამდე უბრძანა.  

27 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ბახმუტი რჩება დამპყრობლების დარტყმის ეპიცენტრად და ქალაქის ჩრდილოეთით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები