სირსკი: კუპიანსკთან რუსების შეტევა მოვიგერიეთ და ვაიძულეთ გაქცეულიყვნენ
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუპიანსკთან რუსების შეტევა მოიგერიეს და მტერი აიძულეს შეტევის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებულიყო. ამის შესახებ 18 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსები უკრაინულ პოზიციებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უტევენ, მაგრამ შეტევების უმეტესობა წარუმატებელია.
გენერალ-პოლკოვნიკმა აღნიშნა, რომ რუსული არმიის მაღალი აქტივობის მიუხედავად, უკრაინელი მებრძოლები ახერხებენ შეტევების შეჩერებას და მტრისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას.
"კუპიანსკის მიმართულებით მტერი შეტევას ცდილობდა, მაგრამ ჩვენი არტილერიის ზუსტი ცეცხლის წყალობით, მტრის ქვედანაყოფები მოვიგერიეთ და ისინი გაიქცნენ", - თქვა სირსკიმ.