სირსკი ფრონტზე არსებულ ვითარებას გაეცნო და მეთაურებთან ბახმუტის დაცვა განიხილა
6 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ალექსანდრ სირსკი აღმოსავლეთ უკრაინში ფრონტის ხაზისპირა წერტილებს ეწვია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახური იტყობინება.
სირსკიმ და მეთაურებმა განიხილეს ბახმუტის დასაცავად მისარები ზომები, რათა მაქსიმალური ზიანი მიაყენონ "ვაგნერის" ბოევიკებს. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო UNIAN-თან კომენტარში ისაუბრა. მისი თქმით, ადგილზე საჭირო ოპერატიული გადაწყვეტილებები მიიღეს.
სირსკიმ აღმოსავლეთ ფრონტზე არსებულ ვითარებას დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში დამპყრობლებმა გაზარდეს დაბომბვის ინტენსივობა, დაიწყეს უფრო მოწინავე ტექნიკის გამოყენება და ჯარების გადაჯგუფება.
სახმელეთო ჯარების მეთაური მიიჩნევს, რომ ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსები გეგმების შეცვლას არ აპირებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბახმუტი სრულად გააკონტროლონ, მაგრამ ოკუპანტები ვერ ახერხებენ დასახული მიზნების მიღწევას "უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური მოქმედებების" წყალობით.
ქვეითთა დღესთან დაკავშირებით სირსკიმ 170-მდე მებრძოლი დააჯილდოვა სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოებით.