Sky: ბრიტანეთი უკრაინელი სამხედროების გადამზადების პროგრამას გააფართოებს
დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად გააფართოებს უკრაინელი სამხედროების გადამზადების პროგრამას. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Sky News ავრცელებს.
არხის ინფორმაციით საბრძოლო მომზადების კურსის ხანგრძლივობა 3 კვირიდან 5 კვირამდე გაიზრდება.
მიმდინარე წლის ივნისიდან ამ დრომდე ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადამზადების კურსი უკვე 4 700-მდე უკრაინელმა სამხედრომ გაიარა. გეგმის მიხედვით ამ პროგრამაში მონაწილეობს რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელი სამხედრო მიიღებს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, პროგრამის მასშტაბის გაზრდა ხელს შეუწყობს უკრაინელი სამხედროების უკეთეს საბრძოლო მომზადებას.
ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო.
დიდი ბრიტანეთი და აშშ ამ დროისთვის უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების რაოდენობით უპირობო ლიდერები არიან.