სლოვაკეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
სლოვაკეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც განაღმვის სისტემასაც მოიცავს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 8 დეკემბერს Telegram-ზე განაცხადა.
უკრაინა ასევე 300-მდე გენერატორს მიიღებს. შმიგალმა თქვა, რომ სლოვაკეთის დელეგაციასთან ერთად განიხილა უკრაინის ენერგეტიკული აღჭურვილობის საჭიროება.
"რუსული დაბომბვის გამო უკრაინის თბოელექტროსადგურების თითქმის ნახევარი დაზიანდა ან განადგურდა. ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური და კახოვკის ჰიდროელექტროსადგური კვლავ ოკუპირებულია. ამიტომ სლოვაკეთის მხარდაჭერა აძლიერებს ჩვენს გამძლეობას ზამთრისას", - წერს უკრაინის რემიერ-მინისტრი.
მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი განზრახვა დაეხმაროს უკრაინას იარაღით, ფინანსებით, სანქციებითა და ევროკავშირის წევრობაში მხარდაჭერით. შმიგალმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს და სლოვაკ ხალხს მხარდაჭერისთვის.