სლოვაკეთის ახალი პრემიერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა გამოაცხადა

სლოვაკეთის ახალმა პრემიერმა რობერტ ფიკომ უკრაინის დახმარების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. 

ამის შესახებ ფიკომ პარლამენტის საგარეო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ჯობია კიდევ 10 წელი აწარმოონ მოლაპარაკებები მშვიდობაზე, ვიდრე 10 წელი ერთმანეთის მოკვლა გააგრძელონ ყველანაირი შედეგის გარეშე",- განაცხადა ფიკომ. 

გარდა ამისა, სლოვაკეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაუჭერს მხარს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებს, ევროკავშირის სახელმწიფოებზე მისი ეკონომიკური ეფექტის შეფასების გარეშე. 

ამგვარად ფიკომ პრაქტიკულად ზუსტად გაიმეორა თავისი წინასაარჩევნო თეზისები - მემარცხენე პოპულისტად მიჩნეულმა პოლიტიკოსმა კამპანია ევროკავშირისა და ნატოს მიერ უკრაინის დახმარების უარყოფაზე ააგო. 

კონტექსტი 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ ეტაპზე სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი იყო.  სლოვაკეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჯავშანტექნიკა და საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები გადასცა.

ჰეგერის მრავალპარტიული კოალიცია შიდა წინააღმდეგობებისა და უთანხმოებების გამო გასული წლის დეკემბერში დაიშალა - მთავრობა პარლმენტში უნდობლობის ვოტუმს ვერ გადაურჩა. 

 

მსგავსი სიახლეები