სლოვაკეთის მთავრობა უკრაინისთვის МиГ-29-ების გადაცემას განიხილავს

სლოვაკეთის მთავრობამ 15 მარტს გამართულ შეხვედრაზე არაფორმალურად განიხილა უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი. ამის შესახებ სლოვაკური მედია, კერძოდ, Pravda წერს.

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იაროსლავ ნაგიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება სლოვაკური МиГ-29-ების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთი ჯერ კიდევ ელოდება წინადადებებს უცხოელი პარტნიორებისგან.

ნაგიმ სლოვაკეთის მთავრობას განუცხადა, რომ ქვეყანამ უკვე მიიღო "თვითმფრინავების კომპენსაციის" შეთავაზება, თუ ისინი უკრაინას МиГ-29-ებს გადასცემენ.

ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი სლოვაკური МиГ-29 მხოლოდ სათადარიგო ნაწილებისთვის გამოდგება, რადგან ისინი ცუდ მდგომარეობაშია.

სლოვაკეთის იუსტიციის მინისტრმა უილიამ კარასმა აღნიშნა, რომ მთავრობა უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირამდე გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები