სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი: ფიცოს გამოჯანმრთელება მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა
რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი ჭრილობების გამოჯანმრთელება სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ "უკიდურესად ხანგრძლივი" იქნება.
ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა.
ფიცო რჩება ქალაქ ბანსკა ბისტრიცას საავადმყოფოში.
"პრემიერ-მინისტრის გამოჯანმრთელება საბოლოოდ სწორ გზაზეა. ეს გამოჯანმრთელება ძალიან გრძელი იქნება, რადგან მისი დაზიანებები ძალიან სერიოზულია," - განუცხადა რობერტ კალინიაკმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს უკვე შეუძლია ჭამა.
თავის მხრივ, სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველმა ერიკ კალინიაკმა, რომელიც თავდასხმის თვითმხილველია, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტყვიები ფიცოს წვრილ ნაწლავში მოხვდა.
"მას ხუთჯერ მოხვდა ტყვია, მაგრამ ექიმებმა სასწაული მოახდინეს," - თქვა მან.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ბანსკა ბისტრიცას საავადმყოფოში ორსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.
ფიცოზე თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულა დაკითხვისას ამტკიცებდა, რომ არ სურდა მისი მოკვლა და მხოლოდ "ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება" უნდოდა ისე, რომ პრემიერს ვერ გააგრძელებდა პოლიტიკური საქმიანობა.