სნაიდერმა ირანული დრონების საწინააღმდეგო სისტემებისთვის $1.3 მილიონი შეაგროვა
პლატფორმა United24-ის ელჩმა, ამერიკელმა ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა 1.2 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა დრონების საწინააღმდეგო სისტემისთვის, Shahed-ის ირანული დრონების "დამჭერისთვის". ამის შესახებ 11 თებერვალს Telegram-ზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
სნაიდერმა "Shahed-ის დამჭერებისთვის" თანხის შეგროვება 2022 წლის ნოემბერში დაიწყო.
"ლეგენდარულმა ისტორიკოსმა და უკრაინის დიდმა მეგობარმა ტიმოთი სნაიდერმა 1.2 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა Shahed-ის დამჭერებისთვის. ამ სისტემებიდან ექვსი უკვე იცავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს რუსული თავდასხმებისგან. ტიმოთის შეგროვებული თანხით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ დამჭერებს შევიძენთ", - წერს ფედოროვი.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში United24-ის მეშვეობით 11 278 შემოწირულობა გაკეთდა Shahed-ის დამჭერის შესაძენად. ამ პროცესს მხარი დაუჭირეს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ისრაელელმა ისტორიკოსმა იუვალ ნოა ჰარარიმ.
2022 წლის 11 სექტემბრიდან (უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმების დაწყებიდან) უკრაინაში ასობით ირანული წარმოების კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს.