სოჭში პუტინის რეზიდენციასთან საჰაერო თავდაცვა დამონტაჟდა - მედია

ალექსეი ნავალნის გუნდმა განაცხადა, რომ სოჭში, კრასნაია პოლიანაზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საიდუმლო რეზიდენცია მდებარეობს, საზენიტო-სარაკეტო სისტემა დამონტაჟდა Панцирь-С1.

ნავალნის თანამოაზრეებმა მთების ფონზე საზენიტო სისტემის ფოტო გამოაქვეყნეს. მათ აღმოაჩინეს, რომ Панцирь-С1 კრასნაია პოლიანაზე დგას, სადაც რუსეთის პრეზიდენტს დასვენება უყვარს.

კომპლექსიდან კილომეტრში მდებარეობს შენობების კომპლექსი, 20 ჰექტარ მიწაზე ვერტმფრენით და საკუთარი ლიფტით, VIP კაბინებით, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით, გაზპრომს ეკუთვნის. Навальный LIVE-ის თანახმად, ეს რეალურად პუტინის საიდუმლო ზამთრის რეზიდენციაა - ადგილი, სადაც ის თხილამურებით სრიალებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შალე ოლიმპიადისთვის აშენდა. მეზობლად მდებარეობს სხვა, ძალიან მსგავი შალე, რომელიც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს ეკუთვნის.

იანვარში, საზენიტო-სარაკეტო სისტემა Панцирь-С პუტინის ორ რეზიდენციასთან - ვალდაიში და ნოვო-ოგარიოვოში დაფიქსირდა. საჰაერო თავდაცვა ასევე დამონტაჟდა მოსკოვში რამდენიმე შენობის სახურავზე.

კერძოდ, მოსკოვის შინაგან საქმეთა ცენტრალური სამმართველოს სახურავზე, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე და ტეტერინსკის შესახვევში მდებარე ბიზნეს ცენტრის სახურავზე. საჰაერო თავდაცვის სისტემები ისეა დამონტაჟებული, რომ კრემლთან მისადგომები ყველა მხრიდან დაიცვას.

მსგავსი სიახლეები