სომალის მთავრობამ Tiktok და Telegram აკრძალა
სომალის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 24 აგვისტოდან, პოპულარული სოციალური პლათფორმები - Tiktok-ი და Telegram-ი აიკრძალება, რის მიზეზადაც "ტერორისტების მიერ პროპაგანდის გავრცელებაა" დასახელებული.
ეს გადაწყვეტილება იქამდე მიიღეს, ვიდრე სომალელი სამხედროები, ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება ალ შაბაბის წინააღმდეგ შეტევის მეორე ტალღას წამოიწყებს.
"ტერორისტები და ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამორალურობის გავრცელებასთან, იყენებენ გრაფიკულ კლიპებსა და ფოტოებს საზოგადოების შეცდომაში შესაყავანად"-ნათქვამია განცხადებაშ.
სომალელი სამხედროები ალ ყაიდასთან აფილირებულ ისლამისტურ დაჯგუფების წინააღმდეგ შეტევას გასული წლის აგვისტოს შემდეგ აწარმოებენ. აფიკის კავშირის სამხედრო ძალების გარდა, სომალის არმიას აშშ-ს თავდაცვა საჰაერო დარტყმებით ეხმარება.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში, სომალის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მოჰამუდი საჯაროდ დაანონსებს შეტევის მეორე ტალღას, რომელიც გასამხედროებული ჯგუფის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სომალის სამხრეთში დაიწყება.