სომალი: აშ-შაბაბის ორგანიზებულმა აფეთქებამ რვა პირი იმსხვერპლა
ხუთშაბათს სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე რვა პირი ემსხვერპლა, ჩვიდმეტი კი დაშავდა - მათ შორის სკოლის მოსწავლეები.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება აშ-შაბაბმა აიღო.
დაჯგუფების განცხადებით, მათ სამიზნეს გაეროს მისიის სატრანსპორტო კოლონა წარმოადგენდა.
უკვე წლებია, რაც აშ-შაბაბი სომალის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის და ქვეყანაში შარიათის - ისლამური კანონმდებლობის - ნორმების ამოქმედებას მოითხოვს.
ტერორისტულ დაჯგუფების სამიზნე ხშირად გამხდარა სომალის შეიარაღებული ძალები, ასევე აფრიკის კავშირის ეგიდით მოქმედი AMISOM-ის სამხედრო მისია.
2000-ანი წლების დასაწყისში ფორმირებული დაჯგუფება მჭიდრო კავშირშია ალ-კაიდას ტერორისტულ ქსელთან.