მიმოხილვა| რატომ სურს ამერიკას TikTok-ის აკრძალვა?

გთავაზობთ BBC-ის მიერ მოზადებულ სტატიას, რომელიც ჩინური სოციალური პლატფორმის აკრძალვასა და შესაძლო შედეგებს ეხება. 

აშშ-ს მთავრობა მოითხოვს, რომ TikTok-ის ჩინელმა მფლობელებმა გაყიდონ სოციალური პლატფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აკრძალვის რისკი მაღალია. 

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას იმ რისკების მიმართ, რაც ჩინეთის მთავრობის მიერ, აპლიკაციიდან მიღებული მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოყენებას უკავშირდება. 

თუმცა, აპლიკაციის აკრძალვა და მასზე წვდომის გაუქმება არ არის მარტივი. 

რატომ სურს აშშ-ს TikTok-ის აკრძალვა? 

TikTok-ი აგროვებს ისეთ მონაცემებს, როგორსაც სხვა აპლიკაციები, თუმცა ვაშინგტონში შიშობენ, რომ ეს მონაცემები შესაძლოა ჩინეთის მთავრობის ხელში აღმოჩნდეს.

აშშ-ში თვლიან, რომ მიღებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იყოს ამერიკელების სათვალთვალოდ ან პროპაგანდის გასავრცელებლად. აშშ-ს სამთავრობო მოწყობილობებში აპლიკაციის გამოყენება უკვე აკრძალულია, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ევროკავშირში.

2020 წელს ინდოეთმა სრულად აკრძალა TikTok-ის გამოყენება.

TikTok-ის ხელმძღვანელობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ მათი პლატფორმა არაფრით განსხვავდება სხვა სოციალური მედიის კომპანიებისგან და არასდროს გადასცემენ მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთის მთავრობას.

დღის მდგომარეობით,  TikTok-ს ყოველი მესამე ამერიკელი იყენებს და ასეთი პოპულარული აპლიკაციის აკრძალვა ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო იქნება. 

რამდენად გაამართლებს აკრძალვა?

მობილურების უმრავლესობაზე App Store-ის რეგიონის შეცვლა შესაძლებელია, რაც საშუალებას იძლევა, რომ აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელი იყოს სხვა ქვეყნებიდან, თუმცა არსებობს რისკი, რომ ამ გზით დაირღვევა ჩამოტვირთული აპლიკაციის ან თავად მოწყობილობის მომსახურების წესები.

არის მეორე გზაც - App Store-ის  ნაცვლად, აპლიკაცია ინტერნეტიდან გადმოწერა, თუმცა ამან შესაძლოა საავტორო უფლებების შესახებ არსებული წესები დაარღვიოს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი Apple-ი და Google-ი აშშ-ში არსებულ მოწყობილობებზე განახლების გაგზავნას გადაწყვეტენ, ტიკტოკის აკრძალვის გადაწყვეტილებას რეალობაში გაბათილებული იქნება.

შეუძლია თუ არა აშშ-ს მთავრობას, რომ სრულად დაუბლოკოს მოსახლეობას TikTok-ზე წვდომა?   

აპლიკაციის დაბლოკვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინდოეთის მთავრობამ გააუქმა გადმოწერის შესაძლებლობა და ამასთანავე, ყველა ინტერნეტ პროვაიდერებს მოსთხოვა, რომ TikTok-ი ერთიანად დაებლოკათ.

ამ ნაბიჯმა გაართულა აპლიკაციაზე წვდომა App Store-იდან ან ინტერნეტიდან, თუმცა რამდენიმე გამოსავალი მაინც არსებობს.

ხაზგასასმელია, რომ ინტერნეტში გამოჩნდა აპლიკაციის ვარიანტები, რომლის გადმოწერაც მომხმარებლებს საკუთარ მოწყობილობებზე შეუძლიათ.

ზოგიერთმა ადამიანმა VPN-ი ან კერძო ვირტუალური ქსელი გამოიყენა, რაც მოწყობილობასა და სხვა კომპიუტერს შორის უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს (ინტერნეტის გამოყენებით), რის შემდეგაც ჩანს ისე, რომ თითქოს სხვა ქვეყანაში ან რეგიონში იმყოფება. 

თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს საკმარისი აკრძალვის გვერდის ასავლელად.

TikTok-ის გვერდის მიხედვით, აპლიკაცია აგროვებს მონაცემებს მომხმარებლის სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ, რისთვისაც Sim ბარათისა და IP მისამართის შემოწმებას მიმართავს. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი თქვენი ტელეფონი +1 კოდით იწყება, TikTok-ი მიხვდება, რომ ამერიკაში იმყოფებით და შესაძლოა, წვდომა დაბლოკოს. 

თუმცა უცნობია, დაუშვებს თუ არა TikTok-ი მომხმარებლებისთვის აპლიკაციის აკრძალვას - მათ შესაძლოა უარი განაცხადონ, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეუწყონ და სანაცვლოდ, აშშ-ში მცხოვრები ადამიანებისთვის აპლიკაციაზე წვდომის შესაძლებლობა დაუშვან, სანამ სხვა გამოსავალს იპოვიან. 

შეძლებს თუ არა ხალხი პოსტების გამოქვეყნებას?

TikTok-მა შესაძლოა ამერიკული ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო პირებისა და ორგანიზაციებისთვის პროგრამის გამოყენება შეუძლებელი იქნება. 

არაერთი ადამიანი, ბიზნესიდან დაწყებული - ე.წ "Content Creator"-ებით დამთავრებული, ამ პლატფორმას იყენებენ იმისთვის, რომ შემოსავალი მიიღონ ან ცნობადობა აიმაღლონ. TikTok-ის გამოყენებით, მომხმარებლები ყიდიან პროდუქტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ან აქვეყნებენ საკუთარ ნამუშევრებს. 

TikTok-ის მონაცემების თანახმად, 5 მილიონზე მეტი ბიზნესი იყენებს ამ პლატფორმას ამერიკაში. აკრძალვამ მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, თუკი მათ აუდიტორია აღარ ეყოლებათ. 

რა რეაქცია აქვს ჩინეთს ამაზე?

ჩინეთის მხრიდან ამერიკა დადანაშაულებულია დეზინფორმაციის გავრცელებასა და TikTok-ის ჩახშობაში, ამავდროულად, ზედმეტად მკაცრადაა მიჩნეული გადაწყვეტილება, რაც სამთავრობო მოწყობილობებში ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვას გულისხმობს. 

"საკუთარ თავში რამდენად დაურწმუნებელი უნდა იყოს მსოფლიოს მთავარი სუპერსახელმწიფო, როგორიც არის აშშ, რომ ახალგაზრდების საყვარელი აპლიკაციის შეეშინდეს?"- განაცხადა მაო ნინგმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები