Spiegel: გერმანიის დაზვერვა შეშფოთებულია ბახმუტთან უკრაინის დიდი დანაკარგებით
გერმანიის უსაფრთხოების ფედერაციული (BND) სამსახური ქალაქ ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებში უკრაინის არმიის მაღალი დანაკრგებით.
ინფორმაციას ამის შესახებ Der Spiegel საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ყოველდღიურად უკრაინის დანაკარგები სამნიშნა რიცხვით იზომება. სააგენტოს შეფასებით რუსეთის დანაკარგები შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყოს, თუმცა ეს სრულად ჯდება რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ტაქტიკაში.
თავის მხრივ სააგენტოში ამბობენ, რომ ოკუპანტების მიერ ბახმუტის დაკავებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ფრონტის მთელ გაყოლებაზე მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
კონტექსტი
ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი ეპიზოდია, ქალაქისთვის ბრძოლები უკვე 6 თვეა გრძელდება. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის დაცვა სოლიდურად გამოიყურება, თუმცა დეკემბერში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა.
საოკუპაციო ნაწილებმა ბახმუტიდან 10 კილომეტრით დაშორებული დაბა სოლედარის დაკავება შეძლეს, რამაც ბახმუტში უკრაინული გარნიზონის მომარაგება მნიშვნელოვნად გაართულა.
უფრო მეტი ფრონტის ამ მონაკვეთზე არსებული სურათის შესახებ წაიკითხეთ აქ.