სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინასთან მშვიდობისთვის არ ემზადება
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის ახალი შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე დაწყებულია და არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მშვიდობისკენ დგამს ნაბიჯებს.
ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს კვლავ სურთ უკრაინის კონტროლი." - თქვა მან.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია სულ უფრო მეტ ჯარს და იარაღს აგზავნის უკრაინაში. მისი თქმით, 14 თებერვალს, ალიანსის თავდაცვის მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე ელის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე.
ამავე დროს, მან განაცხადა, რომ გამანადგურებლების მიწოდებას დრო და კიევს სასწრაფო დახმარება სჭირდება.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ კიევის თვითმფრიანვებით უზრუნველყოფა ნატოს რუსეთთან კონფლიქტის მხარედ არ აქცევს.