სტოლტენბერგი ხერსონიდან რუსების გასვლაზე: დაველოდებით და ვნახოთ, რა ხდება რეალურად
ჯარების ხერსონიდან გაყვანაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემდეგ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რეალურად რა მოხდება. ამის შესახებ 9 ნოემბერს ლონდონში ჟურნალისტებს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.
"ჩვენ ვნახეთ განცხადება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაველოდებით და ვნახავთ, რა ხდება რეალურად ადგილზე. რაც ვიცით, არის ის, რომ რუსეთმა ჯერ ჩრდილოეთიდან, კიევის შემოგარენიდან დაიხია უკან, შემდეგ აღმოსავლეთში ხარკოვის და შემდეგ რეალურად, ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ, თუ როგორ ახერხებენ უკრაინელები რუსეთის ჯარების უკან დაბრუნებას სამხრეთში ხერსონის რეგიონში. ამგვარად, გამამხნევებელია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლიათ მამაც უკრაინულ სამხედროებს უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები და მიღწევები ეკუთვნით მამაც უკრაინელ ჯარისკაცებს", - განაცხადა მან.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინელები იღებენ მხარდაჭერას ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან და ეს ასევე მნიშვნელოვანია.
"ასე რომ, მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ, მათ შორის წვრთვნები, რომელიც მე ვნახე ამ დილით აქ, დიდ ბრიტანეთში, აუცილებელია, ის გაგრძელდება და ეს ასევე არის სიგნალი, როდესაც საქმე ეხება სიტუაციას ხერსონის გარშემო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას". - თქვა მან.