სტოლტენბერგი კონტრშეტევაზე: უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას გაათავისუფლებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა დაიბრუნოს მეტი ტერიტორია, რადგან ის კონტრშეტევისთვის ემზადება.
"დარწმუნებული ვარ, ისინი ახლა კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებენ", - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს გერმანიაში, რამშტაინის შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო "სხვადასხვა შესაძლებლობების, სისტემების, მარაგების გათვალისწინება, რაც უკრაინელებს სჭირდებათ უფრო მეტი ტერიტორიის დასაბრუნებლად."
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდეს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რამდენიმე ბატარეა, რომელიც, მისი თქმით, "უკრაინაში მუშაობს".
მან უკრაინისთვის მიწოდებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა არ დააკონკრეტა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, ხოლო ომის დასრულების შემდეგ კიევს უნდა ჰქონდეს "შემაკავებელი ძალა ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად."