სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას იარაღს მანამ მიაწვდის, სანამ საჭირო იქნება
ნატოს ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ 31 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ნატოს წევრები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მანამ, სანამ მათ ეს დასჭირდებათ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. ამიტომ უჭერს მხარს ნატო უკრაინას ამდენი წელია. ნატომ ქვეყნის მხარდაჭერა რუსეთის შეჭრამდე გააძლიერა, რადგან გასულ შემოდგომაზე ჩვენ გვქონდა ძალიან სანდო სადაზვერვო ცნობები რუსეთის შემოჭრის ალბათობის შესახებ", - თქვა მან.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ნატოს წევრები "უფრო მეტად გააქტიურდნენ" და ახლა სულ უფრო მეტად აწვდიან უკრაინას იარაღს, სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას.