სტოლტენბერგი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე დიალოგს ელის
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ოპტიმისტურად უყურებს ახალ მოლაპარაკებებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის, უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 29 ნოემბერს, ბუქარესტში გაიმართება, განიხილავენ უკრაინისთვის, როგორც სათადარიგო ნაწილების და საბრძოლო მასალის მიწოდებას, ასევე ჯარისკაცების მომზადებას.
ამის შესახებ, სტოლტენბერგმა 28 ნოემბერს, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გასულ კვირას, მან უკვე გააკეთა კომენტარი გერმანიის მიერ კიევისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის გადაცემის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "ეროვნულ დონეზე" უნდა მიიღონ.
პოლონურ სოფელ პრჟევოდოვში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, გერმანიამ პოლონეთს საჰაერო სივრცის დასაცავად საკუთარი Patriot-ების განთავსება შესთავაზა, მაგრამ ვარშავამ მხარი დაუჭირა ამ სისტემების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებას.
თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა აღინშნა, რომ ამ საკითხზე ნატოში დებატები უნდა გაიმართოს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მოახლოებული ზამთრის იარაღად გამოყენებას.
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავი ომის ამ საშინელი მეთოდისგან", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების შესახებ.