სტრელკოვი: ჩემი ვაგნერში გაწევრიანება სრულად გამორიცხულია
იგორ სტრელკოვის თქმით, ის ვერ შეძლებს იმ ადამიანის მეთაურობის ქვეს იომოს, რომელმაც მას რუსეთის ღალატში დასდო ბრალი.
ამის შესახებ დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი და ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკი საკუთარ ტელეგრამ არხებზე წერს.
"გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ პრიგოჟინის წარმომადგენელთან. საუბარი ეხებოდა ჩემს შესაძლო ჩართვას საომარ მოქმედებებში ჩვკ ვაგნერის შემადგენლობაში. მე შემომთავაზეს 2 დღის განმავლობაში გავმგზავრებულიყავი ლუჰანსკში, რისი დაპირებაც გავეცი. მაგრამ ბატონი პრიგოჟინის ბოლო საჯარო განცხადებები, რომელშიც ჩემს მიმართ ტყუილების კასკადი წამოვიდა, სრულად გამორიცხავს ჩემს გაწევრიანებას აღნიშნულ არმიაში. მე ვერ ვიმსახურებ იმ ადამიანის მეთაურობის ქვეშ, რომელმაც ბრალი დამდო რუსეთის ღალატში. წერტილი."
კონტექსტი
სტრელკოვი, რომელიც ომის დაწყების დღიდან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის აქტიური კრიტიკოსია გასულ კვირას ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერში გაწევრიანება შესთავაზა.
თავის მხრივ სტრელკოვი შესაბამისი მზაობა გამოხატა, თუმცა 'მოლაპარაკებები' წარუმატებელი აღმოჩნდა. სტრელკოვის თქმით, ის ომის დაწყების დღიდან ცდილობს საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს, თუმცა რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამის საშუალებას არ აძლევს.
ოქტომბერში სტრელკოვი წერდა, რომ საომრად გაემგზავრა, თუმცა უკვე დეკემბერში ის იტყობინებოდა, რომ მოხალისეთა ბატალიონის შემადგენლობიდან გარიცხეს და მოსკოვში გაიხმეს.