სტრელკოვი: დონეცკში ЗСУ-ს ფრონტის გარღვევის მორიგი მცდელობა ჩავარდა
იგორ სტრელკოვის თქმით, დონეცკის რაიონში რუსეთის არმიის მორიგი მცდელობა გაერღვია უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტი კვლავ წარუმატებლად დასრულდა.
საომარი მოქმედებების მიმოხილვას სტრელკოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.
"ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, მარიინკის მიმართული შეტევა ამ დროისთვის შეწყვეტილია. სოფლის აღება იანვრის ბოლომდე ვერ მოხერხდა".- წერს სტრელკოვი.
დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის თქმით, მსგავსი ვითარებაა მარიინკაშიც, სადაც რუსეთის შეტევებმა შედეგი ვერ დადო - "პირველადი წარმატებების შემდეგ, შეტევა გაიჭედა. ამის მიზეზი მოიერიშე ნაწილებში დიდი დანაკარგები, საარტილერიო ჭურვების ჭურვების ნაკლებობა და ზოგადად ტექნიკური მხარდაჭერის სისუსტეა",- წერს სტრელკოვი.
ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკის თქმით, დონეცკელი სეპარატისტების ხმამაღალი განცხადებები ვუჰლედართან წინსვლის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა - "ვუჰლედარი დიდი ხანია მტერმა ერთიან-ციხე სიმაგრედ გადააქცია და მისი ერთი ნახტომით დაკავება ვერ მოხერხდა. ახლა ჩვენი მოიერიშე ნაწილები უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან. ЗСУ-ს ნაწილები, რომლებიც თავს იცავენ გამაგრებულები არიან ბეტონის სარდაფებში და აქვთ საარტილერიო ცეცხლის კორექტირების საშუალება".
სტრელკოვის თქმით, დონბასში ფრონტის გარღვევის მორიგი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა - "დონეცკის რაიონში ЗСУ-ს ფრონტის გარღვევის მორიგი მცდელობა დასრულდა ტაქტიკური წარმატებით და საკმაოდ სერიოზული დანაკარგებით."