სტრელკოვი: თუ მალე კონტრიერიშზე ვერ გადავალთ იზიუმის დატოვება მოგვიწევს

რუსი ბოევიკი და დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის თქმით, ვითარება ხარკოვის ფრონტზე საგანგაშოა და მალე ოკუპანტებს შესაძლოა ქალაქ იზიუმიდან გამოსვლაც მოუწიოთ. 

სტრელკოვი თავის ტელეგრამ არხზე ხარკოვის ფრონტზე, უკრაინელი მებრძოლების მიერ წამოწყებული კონტრშეტევის შემდეგ ჩამოყალიბებულ სურათს აღწერს. 

"ბალაკლიადან გასული 'როსგვარდიის' დანაყოფები და მობილიზებული მოხალისეების დაჯგუფებებმა ქალაქიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, სოფელ მოროზოვკასთან გამაგრდნენ.

"თავად ბალაკლიაში მკაფიო სურათია: უკვე დღისით ქალაქში არანაირი ორგანიზებული წინააღმდეგობა არ არსებობდა. ბრძოლები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მხოლოდ პროპაგანდისტებისა და მათზე ორიენტირებული სამხედრო ბლოგერების საუბრებში მიმდინარეობდა",- წერს სტრელკოვი. 

გირკინის თქმით, ვითარება 'ნაკლებად მკაფიოა' ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით - "რუსი სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, ოკუპანტები სოფელ შევჩენკოვოსთან რჩებოდნენ, თუმცა არსებობს ცნობები, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა მობილური ჯგუფების სახით უკვე მიუახლოვდნენ კუპიანსკს". 

"აქედან გამომდინარე ჩვენი დანაყოფები ან უკვე გამოვიდნენ შევჩენკოვოდან ან ოპერატიულ ალყაში აღმოჩდნენ. იმის შესახებ, რომ ალყაში აღმოჩნდნენ ფსკოვისა СОБР [სწრაფი რეაგირების სცეპიალური დანაყოფები] და ОМОН [სპეციალური დანიშნულების მობილური დანაყოფი] ქსელში ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება",- წერს ბოევიკი.

სტრელკოვის თქმით, უკრაინელების დაჯგუფებებმა უკვე დაიკავეს ოსკოლის წყალსაცავი, რითაც ეფექტურად ბლოკირებულია მდინარეზე გადასასვლელი.  

რუსი ბოევიკი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება შეძლებენ თუ არა უკრაინელები მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე გადასვლას და შემდეგ გამაგრებას - "თუ უკრაინელების მიერ მდინარის გადმოკვეთის შესახებ გავრცელებული ცნობები დადასტურდება ან ასეთი რამ მომავალში მოხდება - სახეზე იქნება ჩვენი ფრონტის გახლეჩა, დავინახავთ იზიუმის დაჯგუფების ოპერატიულ ტომარაში მოქცევის კონტურებს",- წერს სტრელკოვი. 

სტრელკოვის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით მდინარე ოსკოლზე გადებული ერთ-ერთი ხიდის კონტროლი იქნება, სწორედ ამ ხიდზე იქნება დამოკიდებული დარჩებათ თუ არა რუსებს იზიუმის დაჯგუფების მომარაგების რამენაირი გზა. თუმცა სტრელკოვი აქვე აღნიშნავს, რომ ამ ხიდს უკრაინელები მალე ამერიკული HIMARS-ების გამოყენებით დაბომბავენ. 

სტრელკოვი საომარი მოქმედებების განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეულ პროგნოზებსაც აკეთებს: "მოწინააღმდეგე მის ხელთ არსებულ ყველა რეზერვს არსებული წინსვლის გასაგრძელებლად მიმართავს, სანამ ჩვენი რუსეთის რეზერვები არ მიუახლოვდებიან და ორგანიზებულად არ ჩაერთვებიან ბრძოლაში. უკრაინელების მიზანია ჩვენი გადასროლილი დაჯგუფებები ჯერ კიდევ მარშის მიმდინარეობისას ან ველზე გაშლის ეტაპზე გაანადგუროს. მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება იზიუმის ჩრდილო აღმოსავლეთით კუპიანსკის მოჭრაზე". 

სტრელკოვი თავისი წერილში მკითხველებს დასკვნასაც სთავაზობს: თუ უახლოეს დროში [1-2 დღე] რუსული დანაყოფები ვერ გადავლენ კონტშეტევებზე და შემდეგ კონტრიერიშზე და ვერ აღადგენენ სახმელეთო კავშირს კუპიანსკსა და იზიუმს შორის ჩვენს დანაყოფებს ამ რაიონში ძალიან გაუჭირდებათ. ამ შემთხვევაში არსებობს რეალური საშიშროება, რომ ჩვენ დაჯგუფებას ამ რაიონიდან გამოსვლა მოუწიოს, მათ შორის უშუალოდ ქალაქ იზიუმიდანაც". 

სტრელკოვის თქმით, თუ უკრაინელები გამაგრდებიან უკვე დაკავებულ პოზიციებზე და ადგილზე არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გამაგრებასაც შეძლებენ რუსებს ძალიან გაუჭირდებათ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. 

კონტექსტი 

ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტების თქმით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლების მიერ წამოწყებული კონტრშეტევა ოკუპანტების ყველაზე დიდი წარუმატებლობაა მაისში მდინარე ბილოჰორივკას გადაკვეთის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

სხვადასხვა მონაცემებით მაშინ მდინარის ნაპირზე ოკუპანტების მთელი ბატალიონის ტაქტიკური დაჯგუფება გაანადგურეს. 

მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის კონტრ-იერიში ხარკოვის ფრონტზე 20 კილომეტრით დაწინაურდა, ჯამურად იერიშის წამოწყებიდან კი საუბარია ფრონტის ხაზის დაახლოებით 50 კილომეტრიან გარღვევაზე. 

გათავისუფლებულია ქალაქები ბალაკლია და სამხედრო ექსპრეტების ვარაუდით უკრაინელ მებრძოლებს საკვანძო ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლება მომდევნო 72 საათის განმავლობაში შეუძლიათ. 

მსგავსი სიახლეები