სტრელკოვი: ზამთარში მხოლოდ ჩვენივე შემტევი კორპუსის უტილიზაცია შევძელით

დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის, იგორ სტრელკოვის თქმით, რუსეთის არმიის მიერ წარმოებული ზამთრის და გაზაფხულის იერიში სრულად ჩავარდა. 

ამის შესახებ სტრელკოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს. 

"გასული აპრილის განმავლობაში კვლავ ვერ მივახრჩვეთ ბახმუტი, მოწინააღმდეგე თავს იცავს ქალაქის დასავლეთ ნაწილში და წარმატებით ასრულებს თავის ამოცანას გააგრძელოს წინააღმდეგობა კონტრიერიშის დაწყებამდე. ვაგნერი სისხლისგან დაიცალა და მისი დამრტყმელი ძალა მობილიზებულების და მოხალისეების მომარაგების მიუხედავად, ვერ აღმოჩნდა საკმარისი ოპერაციის აპრილში დასასრულებლად. ბახმუტში ხორცსაკეპი მანქანა ორივე მხარისთვის მუშაობს, მაგრამ მოწინააღმდეგემ თავისი ამოცანა შეასრულა, ჩვენ ვერ. 

ავდიივკასთან ჩვენმა დანაყოფებმა წარუმატებლობა განიცადეს და ახლა დიდი დანაკარგების გამო იძულებულები არიან კიდევ ერთხელ დატოვონ მანამდე დაკავებული პოზიციების ნაწილი. 

მარიინკაში ვითარება უცვლელია - მთელი აპრილის განმავლობაში გრძელდებოდა სისხლიანი ქუჩის ბრძოლები. 

ყველა სხვა ფრონტზე მიმდინარეობდა ლოკალური მნიშვნელობის ბრძოლები - მხარეები ცვლიდნენ საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს. 

ზოგადი დასკნა: აპრილში განვითარებული ბრძოლების შედეგად მოწინააღმდეგემ წარმატებით დაასრულა, სტრატეგიული თაავდაცვის კუთხით. მაისში დაიწყება და ზაფხულის კამპანია და ახლა უკრაინელების სვლაა, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ზამთრის და გაზაფხულის განმავლობაში ჩვენმა გენერლებმა ვერ შეძლეს ვერაფერი გარდა ჩვენი შემტევი კორპუსის უტილიზაციისა."

მსგავსი სიახლეები