სუმის ოლქი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლდა
სუმის ოლქის ტერიტორია გათავისუფლდა რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან. ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ 8 აპრილს განაცხადა.
"რეგიონის ტერიტორია თავისუფალია ორკებისგან, ამიტომ თუ გესმით აფეთქებების ხმა (და ძალიან ბევრია ბოლო დღეებში), მაშველები და გამნაღმველები მუშაობენ. ისინი ანეიტრალებენ იმ საბრძოლო მასალას, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩვენს მიწაზე დატოვეს", - მიმართა მან რეგიონის მცხოვრებლებს.
ჟივიცკიმ აღნიშნა, რომ რეგიონი "არ არის უსაფრთხო", რადგან დიდი ტერიტორიაა დანაღმული. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტებმა 115 ასაფეთქებელი საშუალება განაღმეს.
"არ გადახვიდეთ გზის პირას და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ მანქანებს ან ორკების ბანაკებს! ვიცი, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ ჯერ არ არის დასუფთავების დრო. ჯერ ნაღმების გაწმენდა," - თქვა ჟივიცკიმ.