სუროვიკინის შემდეგ ვაგნერს შეჩერებისკენ ГРУ-ს უფროსის მოადგილეც მოუწოდებს

სერგეი სუროვიკინის შემდეგ, ვრცელდება კიდევ ერთი გენერლის, გენერალური შტაბის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის განცხადება. 

სუროვიკინის მსგავსად, ალექსეევიც ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

"იმ შემაძრწუნებელ მოვლენებს, რომელიც ახლა ვითარდება, სიგიჟის გარდა ვერაფერს ვუწოდებ, ჩვენი ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია და ის მოქმედებები, რომელიც თქვენ ვიღაცის პროვოცირებით წამოიწყეთ, შესაძლოა ძალიან დიდი დანაკარგებით დასრულდეს. წარმოიდგინეთ როგორ გაახარებს თქვენი მოქმედებები დასავლეთს. თქვენი მოქმედებები დარტყმაა ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში. თქვენ ცდილობთ პრეზიდენტის ძალაუფლების მიტაცებას. გთხოვთ შეჩერდეთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქვენ წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებია და არც გამოიყენებს," - ამბობს ალექსეევი. 

მსგავსი სიახლეები