SWIFT: ვემზადებით რუსული ბანკების გასათიშად

ბანკთაშორისო გადარიცხვების სისტემა [SWIFT] საქმის კურსშია დასავლეთის სახელმწიფოების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც რუსული ბანკების საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას გულისხმობს. 

"მზად ვართ აღვასრულოთ გადაწყვეტილება, მისი სამართლებრივი გაფორმების შემდეგ",- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ევროპულ სახელმწიფოებთან მიმდინარეობს დიალოგი გასათიში ბანკების დასადგენად. 

გუშინ, 26 თებერვალს ევროკავშირმა, აშშ-მა და კანადამ შეათანხმეს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის გარდა, რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების და კრემლისტური ელიტის აქტივების გაყივნას გულისხმობს.

უფრო მეტი დასავლეთის ახალი სანქციების შესახებ წაიკთხეთ აქ.  

 

მსგავსი სიახლეები