კრივში უკრაინელი მსოფლიო ჩემპიონი მარიუპოლში გარდაიცვალა
დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის დაცვისას, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინელი მსოფლიო ჩემპიონი ტაილანდურ კრივში (მუაი ტაი), ოლექსი იანინი დაიღუპა. ამის შესახებ 24 მაისს უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ იანინი უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის პოლკში მსახურობდა.
"ალექსეი შეხვდა რუსი დამპყრობლების სრულმასშტაბიან შემოჭრას აღმოსავლეთ უკრაინაში და იყო ერთ-ერთი იმ გმირთაგანი, ვინც გაბედულად იცავდა გმირ ქალაქ მარიუპოლს. 6-7 აპრილის ღამეს საომარი მოქმედებების დროს ის დაიღუპა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ იანინმა დატოვა ცოლი თამარა და ვაჟი ნაზარი.
"2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და დაიწყო ომი დონბასში, ოლექსი ნებაყოფლობით შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, აზოვის პოლკის რიგებში განაგრძო სამშობლოს დაცვა", - ნათქვამია სპორტის სამინისტროს განცხადებაში.