ტაივანის პრეზიდენტის სასახლის დაცვის წევრები ჩინეთისთვის ჯაშუშობისთვის დააკავეს

ტაივანის პრეზიდენტი სასახლის დაცვის 3 წევრი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააპატიმრეს - კომენტატორების აზრით, ეს მიანიშნებს, რომ ჩინეთის სპეცსამსახურების ინფილტრაცია კუნძულზე უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა.
State Of Play: საუბარია ტაივანის შეიარაღებული ძალების იმ ბატალიონის 2 წევრებზე, რომლებიც ტაიბეიში მდებარე პრეზიდენტის სასახლეს იცავენ, ხოლო მესამე დაპატიმრებული შეიარაღებული ძალების საინფორმაციო ბრძოლის დანაყოფის ჯარისკაცია - სამხედროებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
- საქმის პროკურორების ცნობით, საპრეზიდენტო სასახლის დაცვის წევრები ტაივანის მოქალაქემ რამდენიმე წლის წინ გადაიბარა და საიდუმლო დოკუმენტების ფოტოების სანაცვლოდ მათ ფულადი ანაზღაურება შესთავაზა. გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირმა კუნძული უკვე დატოვა და ჩინეთში იმყოფება.
- გამოძიების ვერსიით საუბარია შიდა საიდუმლო და სამხედრო ცნობებზე, რომელსაც ჯაშუშები ჩინეთის სპეცსამსახურებს 8 ათასი დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ აწვდიდნენ.
- "მათმა ქმედებები წარმოადგენს ქვეყნის ღალატს და ის საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას"- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ვერდიქტის პრეს-რელიზში.
Big Picture: ტაივანის კანონმდებლობის თავისუბურების გამო დაპატიმრებულებს ბრალი ედებათ კორუფციაში - ექსპერტების ცნობით, მსუბუქი სასჯელი ახალისებს დანაშაულს.
- კუნძულის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, გასულ წელს ჩინეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით სულ 62 პირია დაპატიმრებული, მათ შორის არიან ყოფილი და მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნები.