ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი: კუნძულს ფრანგი დეპუტატები ეწვევიან
ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ფრანგი დეპუტატები ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში ვიზიტს გეგმავენ. ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ განაცხადა.
ვუმ ორშაბათს თქვა, რომ საფრანგეთის სენატმა და ეროვნულმა ასამბლეამ მხარდაჭერა გამოუცხადეს ტაივანს და ზოგიერთი დეპუტატი კუნძულს "ძალიან მალე" ეწვევა.
"ტაივანის მთავრობა მათთან ერთად განიხილავს რა დამატებითი მხარდაჭერა გვჭირდება", - აღნიშნა ვუმ.
ფრანგი ოფიციალური პირის თქმით, რომელიც ჯგუფს შეუერთდება, დელეგაცია კუნძულზე კვირას მიემგზავრება.
პეკინმა 10 აპრილს განაცხადა, რომ ტაივანთან სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაასრულა.
სწავლებები ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე პასუხად მიიჩნავე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Les Echos-სა და Politico-ს განუცხადა, რომ ტაივანის გამო, ევროპამ თავი უნდა აარიდოს აშშ-ჩინეთის პოტენციურ კონფრონტაციაში ჩართვას.