თალიბანი: ქაბულში ტერაქტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

თალიბანმა განაცხადა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

თავდასხმა თალიბანის სპიკერის, ზაბიულა მუჯაჰიდის დედის დაკრძალვაზე მოხდა. 

ეიდ გას მეჩეთის შესასვლელში მომხდარი ტერაქტი პირველი მსგავსი შემთხვევაა ქაბულში ამერიკელებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ არის თავდასხმის ორგანიზატორი, თუმცა, წინა შემთხვევებში ტერაქტებზე პასუხისმგებლობას ხორასანის ისლამური სახელმწიფო იღებდა.

ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანს მტრად მიიჩნევს, რადგან მათ უფრო მკაცრი და კონსერვატორული შეზღუდვები არ დააწესეს ავღანეთში.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები